logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
10:52 07.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის რენ 1 უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით დაარსებული ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში ამოქმედდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავიდ ტერტიე.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მაქვს შესაძლებლობა, მოგილოცოთ ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს ორმაგი ხარისხის პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ქართულ უნივერსიტეტებში შევთავაზოთ, რაც საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად აქცევს“.

2020-2021 სასწავლო წელს პირველად სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგულ ერთობლივ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 12-მა სტუდენტმა აირჩია, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგ – ქართულ-ფრანგულ დიპლომს მიიღებენ. პროგრამაზე სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგ კოლეგებთან ერთად ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მინისტრს, ელჩსა და მიწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი, სურსათის უვნებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა, სადაც ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

2018 წლიდან, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ფრანგულ მონპელიე „სუპაგროსთან“.
თანამშრომლობა ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის - „მეღვინეობა და მევენახეობა“ დანერგვას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში სტუ-ში სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და მეღვინეობა“ ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის - Europeam Master of Science of Viticulture and Enology - კონსორციუმის წევრი გახდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა