logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ყველა, ვინც მასწავლებლობას ირჩევს, უკვე გამარჯვებულია
მიხეილ ჩხენკელი: ყველა, ვინც მასწავლებლობას ირჩევს, უკვე გამარჯვებულია
00:33 06.10.2020
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და გამარჯვება პირადად მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ.

მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მასწავლებლებს მთელი გულით მივულოცო დღევანდელი დღე – მასწავლებლების საერთაშორისო დღე! მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. სიმბოლურია, როდესაც მთელი მსოფლიო მასწავლებლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ძალიან კარგი ტრადიცია. დღეს გამოვლინდა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. უნდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროფესიაშია ჩართული, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტის პროფესორი თუ პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი, ყველა, ვინც განმანათლებლობას ირჩევს, უკვე გამარჯვებულია. ეს ადამიანები ემსახურებიან ყველაზე მთავარს –ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას, ჩვენი ახლაგაზრდების, ბავშვებისა და სტუდენტების განათლების საქმეს.

ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. ვგულისხმობ კორონავირუსუს პანდემიას, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენი ქვეყანა განათლების მიმართულებით დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო და ერთ კვირაში სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით შეიქმნა ეფექტური პროექტი „ტელესკოლა“.

ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან მასწავლებლები, რომლებიც იყვნენ ამ პროცესის წინა ხაზზე. თითოეულ მასწავლებელს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ ერთობლივად დავძლიეთ ეს გამოწვევა და მთავარი შევინარჩუნეთ – განათლების უწყვეტობა და ხარისხი.

კიდევ ერთხელ მსურს, ყველა მასწავლებელს მთელი გულით მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ თქვენს უაღრესად მნიშნელოვან საქმეში! თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირები!“

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი.

ჯილდოს კონკურსში, ოთხი წლის განმავლობაში, ჩართული იყო 500-ზე მეტი მასწავლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესარჩევი ჟიური დაკომპლექტებულია სფეროს წარმომადგენლებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სისტემის საშუალებით აფასებენ თითოეული მასწავლებლის აპლიკაციას, რის შედეგადაც დგება რეიტინგი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა