logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის
ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის
15:00 05.10.2020
„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის გადაცემა განსაკუთრებული ფაქტია. აქ განხორციელდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მოეწყობა ცენტრალური პარკი. როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შეიქმნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. წლების განმავლობაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის, მათ შორისაა შავ ზღვისპირეთში განხორციელებული ახალი ცენტრები, რომლებმაც ქვეყნის ტურისტული მიზიდულობა სრულად შეცვალა. ასევე პროექტი, რომელიც თბილისის ქედის გამწვანებას, ველობილიკების მოწყობას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში, მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ცენტრალური პარკი ქალაქის ცენტრში. ეკოლოგიური თვალსაზრისით, შუა ქალაქში არსებული მწვანე სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს თანხვედრაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ჩვენ დავამტკიცეთ თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელმაც მრავალი მიმართულებით განსაზღვრა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. დედაქალაქის მერიას აქვს თანმიმდევრულ პოლიტიკა, რომელსაც ყოველწლიურად ახორციელებს ქალაქის გამწვანების და სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ამ ჩამონათვალში მაინც იქნება ეს დიდი კონტრიბუცია, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან, მისი ოჯახისგან მიიღო ქალაქმა. ეს არის 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც ქალაქმა დაიბრუნა. ჩვენ გვახსოვს, ეს ქონება გასხვისებული იყო სახელმწიფოს მიერ, ფაქტობრივად განწირული მორიგი მშენებლობებისთვის, რომელიც ეკოლოგიურ წნეხს კიდევ უფრო დაამძიმებდა ქალაქში. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ, ერთი მხრივ, მრავალმილიონიანი ქონება ქალაქისთვის და, მეორე, დაპირება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აუცილებლად შეასრულებს, ეს იქნება მრავალმილიონიანი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მაღალი დონის პარკი მოეწყოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა