საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ორი პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება საქართველოში“ და „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ განვითარებას მოიცავს.
განათლების სამინისტროც ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „კერძო სექტორის განვითარება საქართველოში“ GIZ-ის მხრიდან სამინისტროსადმი შრომის ბაზარზე ორინეტირებული პროფესიული განათლების პოლიტიკის სფეროში დახმარების გაწევის საკითხს ეხება.
მემორანდუმით განსაზღვრულია პარტნიორების პასუხისმეგბლობა და ვალდებულებები პროფესიული განათლების ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა პროფესიული განათლების შესაბამისობა, დაფინანსება, დიალოგი, მონიტორინგი, პროფესიული განათლების იმიჯი და ხარისხის გაუმჯობესება.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ GIZ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2009 წლიდან თანამშროლობს, ხოლო დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი სამინისტროსა და GIZ-ს შორის ჩამოყალიბებული დინამიური თანამშრომლობის გამყარების შესაძლებლობას იძლევა.

















