logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის
მიხეილ ჩხენკელი: კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის
17:49 03.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Scienceand Technology inSociety Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-17 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიურ პერიოდშიმეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა დასაქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებმეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალ მაგიდაში. მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ამ რთულ პერიოდში ყოველწლიური ფორუმის მასპინძლობისთვის.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევების ეპოქაში, რაც საზოგადოებისათვის ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის. ამავდროულად, კაცობრიობა სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას და Covid-19-ის გლობალურიპანდემია ამის ერთ-ერთი მაგალითია. კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. ჩვენი მისწრაფება ახალი ცოდნის საზღვრების გასარღვევად არის ქვაკუთხედი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში წინსვლისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ცოდნა ადამიანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, დავძლიოთ დიდი სოციალური გამოწვევები და ვებრძოლოთ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად.“
მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობებიიქმნება იმისათვის, რომ საქართველო ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს. ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება, რაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებს ფუნქციონირებასადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკაში კვლევასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მოემსახურება. სამინისტრო ხელს შეუწყობს KIU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე.

STS ფორუმი ყოვეწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 3-6 ოქტომბერს ტარდება და განსახილველ თემას Covid-19-ის გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზის დაძლევის გზების განხილვა წარმოადგენს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა