კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში გაზიფიცირების 38 000 გრძივი მეტრი მაგისტრალის სამუშაოები
დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მკვებავი მაგისტრალის, შიდა ქსელების და საუბნო გაზგაყვანილობების მოწყობას.
სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია კავკასიონი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 083 888 ლარია.
ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.

















