logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
14:51 01.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, რომელიც საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების საკითხს მიეძღვნა.

კონფერენციაში, რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით წამყვანმა ექსპერტებმა, დიპლომატებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მხარეებმა ერთმანეთს ბავშვთა უფლებების მიმართულებით მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება გაუზიარეს და ამ კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობის გზები განიხილეს.

ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა UNICEF-ს საქართველოს განათლების სისტემისა და, ზოგადად, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეკატერინე დგებუაძე: „განათლების სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პასუხისმგებელ სისტემას, ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში გატარების საქმეში. განათლების ინკლუზიური სისტემის შექმნა მის ყველა საფეხურზე ჩვენი სამინისტროს უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტი და რეფორმების საფუძველია. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მრავალმხრივი და კომპლექსური მიდგომის გზით არის შესაძლებელი.

ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი.“

საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა დოქ. საბინ მახლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში დოქ. ღასან ხალილმა.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, სადაც ბავშვთა უფლებების საკითხები ინტეგრირდება პროგრამებსა და კურიკულუმებში“, – აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. „ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას. ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა უფლებებზე მორგებული მიდგომის შესახებ ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები და ზრდასრულები განაპირობებენ ცვლილებას მათ უშუალო გარემოში და ზოგადად ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ქუთაისში ბავშვთა უფლებების თემაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს პარტნიორობას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით“, - დასძინა ხალილმა.

UNICEF-თან თანამშრომლობის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი დაარსდება, რომელიც იქნება ერთგვარი რესურს-ჰაბი და ბავშვთა უფლებების მიმართულებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური პერსონალის, მშობლებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა