logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო
მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო
12:03 30.09.2020
კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ.

გარდა ამისა, მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და ძირითად მიმართულებებს უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი შეისწავლის, რომელიც სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბიზნეს-კომუნიკაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას ეუფლება.

ციფრული წიგნიერების, როგორც ახალი საგნის სწავლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების განვითარების ერთობლივი პროექტების ფარგლებში უკვე მიღწეულია. სასწავლო წლის დაწყებამდე, კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეკომენდაციები შემუშავდა მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ახალი სილაბუსის დახვეწისა და განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელება ახალი სასწავლო წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, პროექტებში აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან, ასევე საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები, კონფერენციები და კონკურსები ჩატარდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა