logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა
17:59 29.09.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან – სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან და ახლადდანიშნულ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ლიდერთან სამხრეთ კავკასიაში ლევენტი ენერთან ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომლის მიზანს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტების განხილვა წარმოადგენდა, მინისტრის მოადგილეები: ეკატერინე დგებუაძე, ნუნუ მიცკევიჩი და თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლების სფეროსა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დიდი გამოწვევის – პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის თანადგომა ფასდაუდებელია.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა კრიზისის დროს გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა და დისტანციური სწავლებისა და პროექტ „ტელესკოლის“ ეფექტიანად დანერგვის საკითხსაც შეეხო. მან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის გეგმა გააცნო, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტების საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად დაბრუნებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, მოსწავლეებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნდების თარიღები კორონავირუსის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვებითა და ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

სებასტიან მოლინეუსმა COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების დანერგვის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ეს ცალსახად მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარე ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მისი შეფასებით, პროექტი, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება და მათთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განვითარების სწორი გზით მიდის.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრეს, კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ, რომლის დახვეწა მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროფესიული განათლების მიმართულებით საუბარი მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ახალი სტანდარტის შექმნას შეეხო, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მუშავდება. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ შეიქმნა პროფესიული უნარების ახალი სააგენტო – “The Skills Agency of Georgia”, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებაა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ის თვალსაჩინო იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა