logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გელა სამხარაული: წელს რეკორდულ მოსავალს - დაახლოებით 300 ათასს ტონა ყურძენს ველოდებით
გელა სამხარაული: წელს რეკორდულ მოსავალს - დაახლოებით 300 ათასს ტონა ყურძენს ველოდებით
16:27 29.09.2020
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა სამხარაულმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რთველის მიმდინარეობის თაობაზე განცხადება გააკეთა და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციების საპასუხოდ კონკრეტულ ფაქტები და ინფორმაცია წარმოადგინა.

„საქართველოში, კახეთის რეგიონში რთველი მიმდინარეობს და მისი ორგანიზებულად წარმართვის მიზნით შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც ჩართულები არიან როგორც სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. წელს რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ათასს ტონა ყურძენს ველოდებით. აქამდე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი შედეგი არ გვქონია და შესაბამისად, სამუშაო და გასატარებელი ღონისძიებებიც მომატებულია, რაც ზედმეტ ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ, რომ ასევე რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განვახორციელეთ და გასულ წელს დაახლოებით 94 მილიონი ბოთლი გავიტანეთ. კოვიდ ინფექციის პანდემიის გამო იცით რა მდგომარეობაშია ახლა მთელი მსოფლიო და ჩვენც ანალოგიურ ვითარებაში ვართ როგორც სხვა ქვეყნები. შეიცვალა ეკონომიკური ურთიერთობები, განწყობები, მოლოდინები და ამან გარკვეული გავლენა მოახდინა ჩვენი ღვინის ექსპორტზე და რეალიზაციაზე. გავლენას ახდენს ასევე ტურისტის და ვიზიტორის ნაკლებობა, რამაც შიდა ბაზარზე რეალიზაციის კლება გამოიწვია და ამიტომ ქარხნებს ღვინის დიდი მარაგი აქვთ შემორჩენილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იქნება დროებითი და ამ სიტუაციის გამკლავებას მოვახერხებთ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურძნის მოსავლის აღების შედეგებსა და ღვინის რეალიზაციის კუთხით ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით დღეისათვის ყურძნის მოსავლის აღება 6-ჯერ არის გაზრდილი.

„წინა ხელისულების დროს ინდუსტრიულად ყურძნის გადამუშავების მაქსიმალური რაოდენობა 52 ათასი ტონა იყო. ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა წინასაარჩევნო პროცესში ვიყავით ჩართულნი და სუფსიდიის გაზრდა იყო თუ გლეხებზე და მევენახეებზე დაპირებების გაცემა, სწორედ ჩვენს საპირწონედ ხდებოდა, თორემ მანამდე დაახლოებით 20-40 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა ინდუსტრიულად გადამუშავებული ყურძნის მოცულობა და სუფსიდიის თანხა არასდროს არ აღემატებოდა 15 თეთრს. 6-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ყურძნის აღების რაოდენობა და ეს სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია. უამრავი პროგრამა და მიმართულება განვავითარეთ, თუნდაც შეღავათიანი კრედიტები, შემოვიღეთ აგრო დაზღვევა, მელიორაციის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, ხდება ახალი საწარმოების გადაიარაღება, კოოპერატიული მეურნეობების შექმნა და გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი. დღეისათვის 54 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინის პროდუქცია და ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ვინც დღემდე ჩართულია ამ დარგის განვითარებაში“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა