logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქვეყნის მასშტაბით ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება
ქვეყნის მასშტაბით ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება
16:00 29.09.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ინტენსიურად აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. წამლობა მიმდინარეობს სიმინდის მასივებში, სოფლისა და ტყის პერიმეტრზე, ჯაგნარებში. დღეისათვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეწამლულია 75 525.5 ჰა ფართობი, მათ შორის 33 137.75 ჰა სოფლის პერიმეტრი, 41091.50 ჰა სიმინდის მასივი და ჯაგნარი და 1296.25 ჰა ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 180 720.00 ჰა ტერიტორია.

მავნებელი გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნასა და სახლებისკენ მიგრაციას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა სახელმწიფოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.

„მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეფექტიანად წარმართა - თხილისა და სხვა კულტურების მოსავალი სრულად იქნა დაცული. მოსახლეობამ თხილისა და სიმინდის ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღო,“ - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, თერმული ნისლით დამუშავება ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა