logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება
13:03 29.09.2020
„მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს“,- ამის შესახებ ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე დგას. მისი თქმით, არასახარბიელო მდგომარეობაა სამეზობლოშიც. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდება.

„დღეს მსოფლიო დგას ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე - ეს არის საერთო პრობლემა რომელიც ეხება ყველა ქვეყანას, ყველა ეთნიკურ წარმომავლობას, ყველა პოლიტიკური მრწამსის პირებს. ის აზიანებს, პრაქტიკულად,ყველას თანაბრად, კოვიდი აზიანებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც. დაახლოებით, 218 ქვეყანაა მსოფლიოში ინფიცირებული, სადაც ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება, შესაბამისად, საკმაო რყევებს განიცდის ამ ქვეყნის ეკონომიკები და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკა. საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა დასავლეთ ევროპაშიც, სადაც დღითიდღე მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე მატებაშია ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში, განსაკუთრებით, გამოირჩევა აჭარა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება. საკოორდინაციო საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რიტმზე დაბრუნებას ცდილობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებს სახელმწიფო მკაცრ ზომებს ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობა იყო შემოღებული. მისი განმარტებით, დღეს საქართველო ბევრად უკეთ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ვფიქრობ რომ ეს სწორია და ასე იქცევა მთელი მსოფლიო. მიზეზი ის არის, რომ როდესაც საწყის ეტაპზე, ქვეყნები ამისთვის არ იყვნენ მზად, იყო უარესის მოლოდინი. უარესის მოლოდინი იყო საქართველოშიც, როდესაც ვუყურებდით, რა ხდებოდა ევროპაში - ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში, როცა სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი იყო 7% და ზოგიერთ ქვეყანაში ის აღწევდა 13-15%. მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო დღეს არის უკეთ მზად, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად, უარესის მოლოდინი დღეს ნამდვილად არ გვაქვს.დღეს აღარ არსებობს დეფიციტი იმ აუცილებელი საჭიროებების, რა დეფიციტიც მანამდე შეინიშნებოდა, მაგალითად, ნიღბები, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები იყო დეფიციტში, დღეს ეს დეფიციტი აღარ არსებობს და ასევე კლინიკებსაც აქვთ უფრო მეტი გამოცდილება, თუ როგორ მართონ მძიმე პაციენტი. სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს.

საზოგადოებისათვის მინდა განვაცხადო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ რომ ზედმეტი დაძაბულობა შეიტანონ საზოგადოებაში და ეს დაუკავშირონ არჩევნებს. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა არხმა „მთავარმა“ გაავრცელა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, თითქოს, დღეს ქვეყანაში დაფიქსირდა 612 შემთხვევა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს არის მათი სურვილი უკვე სოციალურ ქსელებში გადმოტანილი, თუ როგორ ისურვებდნენ ისინი ეპიდვითარების განვითარებას“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა