logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლანჩხუთში ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა
ლანჩხუთში ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა
18:33 28.09.2020
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.

ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატ, ნინო წილოსანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდნენ.

"დღევანდელი დღე არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა. ჩემთვის ეს პროექტი სამაგილითოა, რადგან ის ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით შედგა.

ბავშვები გუშინ შემოვიდნენ აკადემიაში. მათ ადგილზე ცხოვრებისთვის, სწავლისთვის და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას.“- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

"ვულოცავ ლანჩხუთს და მთლიანად გურიას ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას. გურიის რეგიონში აკადემიის აშენების იდეა დაახლოებით ორი წლის უკან გაჩნდა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. ჩემი აზრით, საფეხბურთო აკადემია მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთის, ასევე რეგიონის განვითარებისთვის. გურიაში ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელები როგორც ადგილობრივ კლუბებს, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან"- განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინსტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა