logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან მეხუზლა: რთველი პიკურ ფაზაშია! არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება!
ლევან მეხუზლა: რთველი პიკურ ფაზაშია! არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება!
21:18 25.09.2020
რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ, თელავში ბრიფინგი გამართა. შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი.

ლევან მეხუზლას განცხადებით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი საშუალოდ 10-14 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. მაქსიმუმ 14 საათში ყველა რიგში მდგომ მევენახეს ეძლევა მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ რთველის პიკური პერიოდია, მევენახეები ყურძენს აბარებენ. ღვინის საწარმოებთან არის დატვირთული მანქანების რიგები, რაც შარშან და შარშანწინაც იყო, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩენილა. ყველა საწარმოს აქვს განსაზღვრული გამტარუნარიანობა, რომელზე მეტსაც ის უბრალოდ ვეღარ გადაამუშავებს ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, წელს ამ ყველაფერს განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა გასაგები მიზეზების გამო. რთველის საკოორდინაციო შტაბი ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს ე.წ. კვოტას, რისი გადამუშავების შესაძლებლობაც აქვს საწარმოებს. ვთხოვთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტად დაიცვან ეს პრინციპი და გაითვალისწინონ სოფლის რწმუნებულების მითითებები“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაც შეეხება ერთ-ერთ საწარმოს კაჭრეთში, სადაც დღეს დაფიქსირდა მანქანების ნაკადი, ლევან მეხუზლას განცხადებით, საწარმო 2 დღის განმავლობაში ძალიან დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. შტაბთან კომუნიკაციის შემდეგ, გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე.

კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი: 123 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა