logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებეთ
კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებეთ
18:46 24.09.2020
„დეზინფორმაციის გავრცელებას დაანებოს თავი „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც, რადგან კომუნიკაციების კომისია ბოლო სამი წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და კომპანია „კავკასუს ონლაინისა“ და მისი ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს სიცრუის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია თავადაა დაინტერესებული ციფრული აბრეშუმის პროექტის განხორციელებით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

„ბოლო სამი წელია ვმუშაობთ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი განხორციელდეს და ეს პროექტი შედგეს. ვმუშაობთ, რომ საქართველო ამ პროექტში ჩაერთოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და სწორედ საქართველოს და შავი ზღვის გავლით მოხდეს ევროპისა და აზრიის დაკავშირება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში. ამიტომ, დაანებეთ თავი სიყალბის გავრცელებას, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს. რეალურად პირიქით არის ყველაფერი, ვინაიდან ჩვენი ინიცირებულია ციფრული ჰაბის პროექტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორის, გარკვეულ ეტაპებზე რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყვნენ ჩართული პროცესში. ჯერ-ჯერობით პროექტის განხორციელებას ბევრი აკლია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იდეა, ბევრად მეტია უკვე, ვინაიდან ბოლო სამი წელიწადია მე პირადად ჩართული და დაინტერესებული ვარ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი შედგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალშიც.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო კომპანიის განაცხადი, „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის აზერბაიჯანული კომპანია „ბაქსელის“ მიერ შეძენის წინასწარ თანხმობაზე, რომელიც კომისიამ განუხილველად დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49% თვეებია კანონდარღვევითაა გასხვისებული და კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებს თითქმის ერთი წელია არა ასრულებს, კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის მიხედვით მოკლებულია შესაძლებლობას კანონდარღვევის პირობებში შეისწავლოს არსებითად მსგავსი ტრანზაქცია.

კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან წინასწარი თანხმობის ახალი მოთხოვნა შესაძლებელია ჩაითვალოს უკანონოდ გასხვისებული წილის შებრუნებისთვის გარკვეულ ულტიმატუმად, რის გამოც, აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ განუხილველად დატოვა და კომპანიას კანონის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამავე სხდომაზე კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტს დაუსვა კითხვა, როგორ მოხდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი და მესაკუთრეები ყოველთვის იცავდნენ კანონს და მიმართავდნენ კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების თხოვნით, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ და მხოლოდ 49% წილის გასხვისების დროს დაარღვიეს კანონი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს კომპანიის იურისტმა ვერ უპასუხა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა