logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება
საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება
18:41 24.09.2020
24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიესალმება მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საზღვაო სფეროში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და სამომავლო პერსპექტივებს.

„მსოფლიო საზღვაო დღეს ვულოცავ დარგის ყველა წარმომადგენელს. ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად არის დამოკიდებული საზღვაო სექტორის გამართულ მუშაობაზე. საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე ეფექტური და ეკონომიური ტრანსპორტია - ზღვით გადაიზიდება მსოფლიო ტვირთების 80%, რაც უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მდგრადი საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

„აქტიურ ფაზაშია შესული სექტორული ინტეგრაცია - საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებითა და სერვისებით სარგებლობს საზღვაო სფეროს ცალკეულ მიმართულებებში. მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს საზღვაო განათლების განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით: 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, 2019 წელსვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) „თეთრ სიაში“ ორგანიზაციის წევრი 165 ქვეყნიდან მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიყვანა, მათ შორის საქართველოც, რითიც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიცია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს მათი რიცხვი 13600-ს შეადგენს და ევროკავშირთან თანამშრომლობით მათი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს ვზრდით“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. „დღეს ჩვენ უკვე გადავედით დინამიური აპროქსიმაციის ეტაპზე, რაც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან არა მხოლოდ სტატიკურ რეჟიმში - საქართველო არამხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას ახდენს, არამედ უკვე განახლებული სტანდარტების დანერგვას ვახორციელებთ. ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიაზე. ევროკავშირთან ერთად ვქმნით შესაძლებლობებს საქართველოს საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარებისათვის,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა