logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა
15:54 24.09.2020
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დააინიცირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზეზია სოფლად სიღარიბის დაძლევა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის გამოწვევების დროს, როდესაც გლობალურმა პანდემიამ რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის ინდუსტრია, აუცილებელია განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სურსათის უსაფრთხოებას და ზოგადად აგრარულ სექტორს.

„წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირება დროულია და ის მნიშვნელოვნად შეეხიდება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის საქმიანობას ეწევა და ისინი ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩართულიც არიან აგროტურიზმის სფეროში. თუმცა ამის შესახებ არ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, არ არის სტანდარტები დაწესებული და არ არის კონკრეტული შეღავათები, რაც წაახალისებს აგრარული პროდუქციის წარმოებას და შემდეგ რეალიზებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მომხსენებელმა ისაუბრა კანონით განსაზღვრულ ყველა იმ კრიტერიუმზე, რომელსაც აგროტურიზმი უნდა ითვალისწინებდეს. პროექტში განმარტებულია ტერმინები. ასევე, განისაზღვრება სტატუსის მინიჭების წესი, რომელსაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. თუმცა, მომავალში დაგეგმილია, რომ ამ პროცესში გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, რომელსაც სტატუსის მინიჭების უფლება ექნება. გათვალისწინებულია შეღავათები დღგ-ს და საშემოსავლოს ნაწილში.

კანონპროექტი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს - გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, შეღავათიან აგროკრედიტებს, ასევე აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, გადამზადებას, შესაბამის რეგიონებში ტურისტული ინფარსტრუქტურის და საინფორმაციო ცენტრების მოწყობას და სხვა.

კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც პირველ რიგში დაეხმარება რეგიონებში სიღარიბის შემცირებას. ხოლო ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა მოტივაცია, რომ დაუბრუნდნენ სოფელს და ჩაერთონ სოფლის მეურნეობაში.

კანონპროექტის ინიცირების საკითხი პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით გაგრძელდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა