logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში
გიორგი გახარია: ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში
12:58 24.09.2020
დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე ეტაპზე და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და მთავრობას, სწორედ ამ ადაპტაციისთვის სჭირდებოდა დრო.

„დღეს კი, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ. რას გულისხმობდა ჩვენთვის მკაცრი შეზღუდვები. მოგეხსენებათ, რომ პირველ ეტაპზე, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების შეფერხება დროში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, მკვეთრად დავაგდეთ მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო. ამ დროის განმავლობაში, პირველი ამოცანა იყო, პირველ რიგში, სისტემის მომზადება, ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის მომზადება, პერსონალის გადამზადება და კიდევ ბევრი სხვა მიზანი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა და რომელიც განვახორციელეთ, თუმცა გასაგები იყო, რომ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის და მკვეთრი შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება იყო შეუძლებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ ერთად, ამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დავიწყეთ. ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი. დღეს, ინფიცირებულების რაოდენობა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან, ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, ამით, პირველ რიგში, უნდა შეანელოს ინფექციის გავრცელება, შემდეგ, კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს, გამოაჯანმრთელოს ჩვენი მოქალაქეები და შემდგომ, ასევე ეფექტურად, სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა