logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სკოლებში ექიმის ინსტიტუტის აღდგენას მხარს უჭერს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სკოლებში ექიმის ინსტიტუტის აღდგენას მხარს უჭერს
15:00 23.09.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში და შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

კანონპროექტების განხილვამდე, ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი ფაქტობრივად უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში აღიარებულია, რომ საექიმო შეცდომა ეს არის დეკრიმინალიზირებული თემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზებით და ამაზე პარლამენტს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.

„ამ შემთხვევაში მინისტრი უნდა აკეთებდეს ყველაზე მწვავე რეაგირებას ამ თემაზე და მინისტრი უნდა იყოს პირველ რიგში ამ პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ექიმის დამცველი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცუდი ფაქტია, როდესაც ექიმის დაკავებას აქვს ადგილი და მან იმედი გამოთქვა, რომ „სამართალდამცავები სწორ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ და სიმართლე არ დაიკარგება“.

კომიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.

საკითხზე მომხსენებლის, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სკოლებში სამედიცინო სერვისების შემოტანას. კერძოდ, კანონის მიხედვით, ყველა სკოლა იქნება ვალდებული მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

კომიტეტის წევრების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სკოლებში საექიმო კაბინეტები 2002 წლამდე არსებობდა, შემდეგში კი მათი გაუქმება ნამდვილად არასწორი იყო და აუცილებელია, რომ სკოლებში აღვადგინოთ ექიმის ინსტიტუტი.

კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა დღესვე საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ მესამე მოსმენისთვის აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად იურიდიულ-ტექნიკური თვალსაზრისით გასწორდა. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანისთვის, გაწეულ იქნა შრომატევადი სამუშაო, მნიშვნელოვანია, რომ შრომითი კანონმდებლობა ფუნდამენტურად იცვლება უკეთესობისკენ.

კანონპროექტის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების თვალსაზრისით. არსებული გამოწვევების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროპული კავშირის დირექტივით და ILO-ს კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შეასრულებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს. ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი თავის მხრივ ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას.

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა