logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
15:23 22.09.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტების პირველნაკადსსასწავლო წლის დაწყება მიულოცა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს:KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, უნივერსიტეტისსაპატიო პრეზიდენტმავოლფგანჰერმანმა, აკადემიურმა გუნდმა და სტუდენტებმა.

მიხეილ ჩხენკელი:„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ სტუდენტობა განსაკუთრებულ უნივერსიტეტში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში!თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ გახდით მართლაც გამორჩეული უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების ნაწილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო დონის საგანმანათლებლო კერა, სადაც საშუალება გექნებათ, მიიღოთ უმაღლესი დონის განათლება. როგორც იცით, უნივერსიტეტის იდეის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ დონის, ამ მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბი.

თქვენ მართლაც ბედნიერება გხვდათ წილად: თქვენი პროფესორები, გარდა იმისა, რომ არიან ბრწყინვალე მასწავლებლები, ასევე არიან მსოფლიოში ცნობილი მკვლევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე პირველი კურსიდან გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთსამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, რაც, რასაკვირველია, თქვენს სტუდენტურ ცხოვრებასგაამდიდრებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომმაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ. თქვენს ცხოვრებაში იწყება საინტერესო ეტაპი. დარწმუნებული ვარ, წარმატებული სტუდენტური წლები გექნებათ.დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კონკურენტუნარიანები იქნებით უკვე მსოფლიო ასპარეზზე.“

მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს და ახლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ჩართულობა KIU-ს აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია და უნივერსიტეტს ახალ განზომილებას შესძენს.

მიხეილ ჩხენკელმა ისიც განმარტა, რომ KIU-ს აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ,მიიღონ განათლება სწორედ იმ პროგრამებით, რომლითაც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოსმოწინავე უნივერსიტეტში – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ KIU-ს სტუდენტებს ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაუკითხავენ.
მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის მკურნალობასთან ერთად სამეცნიერო კვლევითი პროცესი წარიმართება მედიცინის, კერძოდ, ონკოლოგიის, ასევე, ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგან ჰერმანმა,რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის თანახელმძღვანელებმა: ჰელმუტ სეიდლმა და ვოლფგანაგ პოლმა, ასევე KIU-ს გუნდის წევრებმა: მაგდა მაღრაძემ, ნათია ზედგინიძემ და რამაზ ბოჭორიშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე დასრულდა განვითარების პირველი ეტაპი და იგიმზადაა პირველი ნაკადის სტუდენტების მისაღებად. პანდემიის პირობებში KIUჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განათავსებს სტუდენტებს საცხოვრებელ კამპუსებში.

წელსKIU-ს სტუდენტი 246 აბიტურიენტი გახდა, რომელთაც ერთიანეროვნულ გამოცდებზე შეძლესუნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერის გადალახვა. სწავლა უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

KIU სტუდენტებს სთავაზობს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის ამოცანაა საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდება, კვლევების წარმოება, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა