logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
14:03 21.09.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმასამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის(WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაცპროფესიული განათლებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაგანიხილეს.

კონფერენციამიხეილ ჩხენკელმა გახსნა, საზოგადოებას სიტყვით მიმართადა საქართველოს პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს ეკონომიკურ ონლაინ ფორუმში მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დიდწილად ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე არის დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ ჩვენი სამინისტროსპრიორიტეტი გახლავთ ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა და შრომის ბაზრის შესაბამისი ახალი პროგრამების დანერგვა. ამგვარი მიდგომა კონკურენტუნარიან გარემოს შექმნისდა დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ მიზნის მისაღწევად პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გვესახება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროფესიული განათლების სისტემისშრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა კვლავ გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.“

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მიღწევებზე პროფესიული განათლების სფეროში, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მოჰყვა შედეგად. ბოლოდროს განხორციელებულმარეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა პროფესიული განათლების ხარისხი.შეიქმნა ზრდასრულთა მომზადება/გადამზადების პროგრამები და გაძლიერდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევებია ასევე გეოგრაფიული არეალის დაფარვის თვალსაზრისით.
მიხელ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელმაც აღმოფხვრა დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკანონმდებლო ჩიხი და გააუმჯობესა კავშირები განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის. კანონი დუალურიპროფესიული პროგრამების დანერგვის საშუალებას იძლევა საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში, რაც ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმებიც.

მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევა უზრუნველყოფს ხარისხიანი პროფესიული განათლების ჩამოყალიბებას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით სამინისტრო ქმნის ახალ შესაძლებლობებსკერძო და საჯარო სექტორთან უკეთესი პარტნიორობისათვის პასუხისმგებლობის განაწილების გზით. აღნიშნული მიდგომა საქართველოს ეკონომიკას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF) თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც 2020 წლის ივლისშიდაიწყოშესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით და რომელიც მყარ საფუძველს შექმნისსაჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარებისათვის “ClosingtheSkillsGapAcceleratorinGeorgia” ფარგლებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა