logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
ლევან დავითაშვილი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
21:18 19.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობას და ღვინის კომპანიებში „წინანდლის ძველი მარანი" და „მეღვინეობა შუმი" ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.
„რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. მომავალი 10 დღე ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 10 ათას ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ, რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ საერთოდ ჩააბარებდნენ და მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას.

რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ყურძნის ჩაბარებისას 12 საათზე მეტი შეყოვნება არსად ყოფილა. ასე რომ წელს მიდის საკმაოდ მშვიდად რთველი.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა პროცესის დაძაბვის და პოლიტიზების, მშრომელი ადამიანების ემოციებზე თამაშის, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა, რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მიუხედავად ჭარბი მოსავლისა და კორონა ვირუსის პანდემიით მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი მიყენებული ზარალისა, ყურძნის მოსავლის დაბინავება ორგანიზებულად მიმდინარეობს და მევენახეებს მოსავლის სრულად და შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობა ეძლევა.

19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 94 ათასი ტონა ყურძენი: 68 ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა