logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფელ ხოვლეში ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა
სოფელ ხოვლეში ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა
16:24 18.09.2020
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, სიმონ გულედანთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან დავით ფარცვანიასთან ერთად მოინახულა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მოვინახულეთ კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა და ბავშვებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ. აქ სასწავლო პროცესი ჩვეულ გარემოში დაიწყო.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა და 800-მდე სკოლაში მოეწყო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებით. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ჩვენი გუნდისთვის ჩვენს ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია.

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის გამოწვევების გამო რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სწავლა დისტანციურად დაიწყო. ჩვენი მიზანია, ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ და ამისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და განსაკუთრებით ბავშვებს“.

სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.

150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა გადასასვლელი დერეფნით უკავშირდება არსებულ კორპუსს. ახალი შენობის საკლასო ოთახები მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით. სკოლაში განთავსებულია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, ხელოვნების ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სასადილო. მალე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი.

სამინისტროს ინფორმაციითვე, სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

საქართველოში მოქმედი 2 085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა