logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!
პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!
12:25 17.09.2020
Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

Impact Hub Tbilisi უკვე მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ამ დარგში სტუდენტების განათლებაზე ორიენტირებულია და ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.

პროგრამის ფარგლებში წელს 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ათი საუკეთესო პროექტი შეარჩია. ათივე ფინალისტი გუნდი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გუნდებმა 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე და მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. ათივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ორ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ხმის მიცემა 17 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

2020 წლის ფინალისტი პროექტებია:

• ბაბახი - ქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც არ ახდენს გარემოზე მავნე ზეგავლენას.
• თაფლი ლეჩხუმიდან - პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
• სოციალური კაფე „ქეთოსთან“ - მულტიფუნქციური კაფე-გალერეა მიზნად ისახავს შშმ პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაძლიერებას. კაფეში დასაქმდებიან შშმ პირები, კაფის პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერი ქალები და შშმ პირების მფლობელობაში არსებული მეურნეობები.
• ცოდნის ქარხანა - პროექტის იდეაა, სადღვები კარაქის წარმოება სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას.
• Dinn.ge - პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის, შეღავათიან ფასად.
• Green Space - უბრანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
• Qandle - ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video-ს მეშვეობით.
• Village 200 - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას.
• UnLimited - მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
• World United Care - საერთაშორისო საქველმოქმედო პლატფორმა/ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია.

ფინალისტებისთვის ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.socialimpactaward.net

პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

წელს, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერიები გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა