logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი აბუსერიძე: ქართული რაგბის განვითრებაში ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის
ირაკლი აბუსერიძე: ქართული რაგბის განვითრებაში ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის
13:10 15.09.2020
დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ ქართული რაგბის წარმომადგენლებს 8 ერის გათამაშებაში მიწვევა მიულოცა და საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა გამოვეხმაურო 8 ერის გათამაშებაში საქართველოს სარაგბო ეროვნული ნაკრების მიწვევას, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ამ წარმატების მისაღწევად, დაუღალავი შრომის შედეგად, დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ჩვენს მორაგბებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მსოფლიო დონის ტურნირში მიიღონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად „რაგბი ჩვენი თამაშია“. ამ ტურნირის ფარგლებში ინგლისის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის და სხვა წამყვან ნაკრებებთან ასპარეზობისას ჩვენი ბორჯღალოსნები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. ეს სასიხარულო ამბავი მინდა მივულოცო მოქმედ მორაგბეებს, ყველა თაობის მოთამაშეებს, მწვრთნელებს, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევით, თავდაუზოგავი ბრძოლით და შემართებით დღემდე მოიტანეს ქართული რაგბის კულტურა. მე დღეს ამაყი ვარ! 13 წლის განმავლობაში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მეც ვიყავი ამ წარმატებების მონაწილე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული რაგბის განვითრებაში უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფონდის გულშემატკივრობით და ფინანსური მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურა მოეწყო, აშენდა და აღიჭურვა 13 სარაგბო ბაზა, 28 მოედანი და 2 სარაგბო აკადემია. ფონდი „ქართუს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება ჯამში 200 მლნ. ლარს აღემატება“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა