პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი საქართველოს პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილს მე-15 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე მე-15 საჯარო სკოლა უმოქმედოა, არც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და არც სამუშაოები.
მისი თქმით, ამასთან, სკოლა არც განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული.
ჯიშკარიანი პრეზიდენტს მიმართვაში აღნიშნული სკოლის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
ჯიშკარიანი ასევე, სკოლის ქონების და მფლობელის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს.

















