logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: იმის გამო, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავს არ ვიკავებთ გასართობი ღონისძიებებისადან, ოჯახებში ვქმნით რისკებს, რომ ვირუსი გადავდოთ ხანდაზმულ ადამიანებს, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს
ნათია მეზვრიშვილი: იმის გამო, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავს არ ვიკავებთ გასართობი ღონისძიებებისადან, ოჯახებში ვქმნით რისკებს, რომ ვირუსი გადავდოთ ხანდაზმულ ადამიანებს, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს
21:33 14.09.2020
წლის დასაწყისში შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ მოგვემზადებინა და დღეს ჩვენ უკეთ მომზადებულები ვართ ყველა თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების კიდევ ერთ მიზანი იყო ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება, დღეს კი შეზღუდვები აბსოლუტურად სხვა ლოგიკით წესდება.

„მკაცრი შეზღუდვებით, რომლებიც პრაქტიკულად სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, გარკვეული რისკები შეექმნა ეკონომიკას. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ წერტილოვნად, ლოკალურად ვაწესებთ შეზღუდვებს იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება. სტრატეგია განსხვავებულია. რატომ დავაწესეთ შეზღუდვები სხვადასხვა რიტუალურ ღონისძიებაზე - ქელეხებზე, ქორწილებზე და ა.შ?! ჩვენ შეზღუდვებს ვაწესებთ ისეთ არასაჭირო ღონისძიებებზე, რომლებიც შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის. მაშინ ჩვენ უნდა გავაჩეროთ ყველა სხვა სფერო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა, რითაც კიდევ ერთხელ დიდი ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას, ამას ქვეყანა უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. ამიტომ, ვმოქმედებთ იმის მიხედვით, რისი შესაძლებლობაც არის და რისი რესურსიც ქვეყანას გააჩნია. მარტივ მაგალითს მოვიყვან - ვერ გავაჩერებთ კვების ობიექტს, იმიტომ რომ პირველადი საჭიროების მოთხოვნილებაა, მაგრამ მოდით, თავი შევიკავოთ ქორწილისგან, დიდი ნადიმებისგან, რომელიც არ არის საჭირო და შეგვიძლია, არ გავაკეთოთ დღეს და გავაკეთოთ ხვალ. სხვა სფეროები ვერ ჩერდება, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობისა და საჭიროებისაა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების მხრიდან გარკვეული თვითშეზღუდვების დაწესების მნიშვნელობაზე.

„გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ქორწილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ უკმაყოფილების პარალელურად, დღეს მაგალითად 5 შემთხვევა, ანუ ერთ კლასტერი ქორწილს უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი ხომ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ეს ყველაფერი რეალურ დაკვირვებას ეფუძნება. მთავარია, დავიჯეროთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა და როცა მთავრობა გვეუბნება, რომ ამ სფეროში პრობლემაა და თავს ცოტა თვითშეზღუდვები დავუწესოთ, ეს თვითშეზღუდვები საკუთარ თავს დავუწესოთ. იმის გამო, რომ ჩვენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავს არ ვიკავებთ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, შემდეგ ვბრუნდებით ოჯახებში და ვქმნით იმის რისკებს, რომ ვირუსი გადავდოთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამიტომ, დღეს ამ ყველაფრისგან თავი უნდა შევიკავოთ, პირბადეები ვატაროთ იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ვისთვისაც ვირუსის გადადების შემთხვევაში შეიძლება გაცილებით სავალალო შედეგები დადგეს“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა