logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს
დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს
19:45 14.09.2020
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების, პროგრამების განრიგის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები გააცნო კომიტეტებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა განხილული საჩივრების რაოდენობასა და შინაარსზე. დეპუტატებმა იმსჯელეს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მომხსეებელი გამოსვლაში შეეხო უსაფრთხო მედიის კონცეფციას, რაც მისივე თქმით, ისეთ სატელევიზიო ეთერს გულისხმობს, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის ყველა წევრისთვის უსაფრთხო, მხოლოდ გადამოწმებული, სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

„სწორედ ასეთ კონტენტს სთავაზობს საქართველოს პირველი არხი მაყურებელს“, -აღნიშნა მან.

დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კოვიდ19-თან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების- უწყვეტობის, ხარისხის და თანაბრობის თვალსაზრისით განათლების მიმართულებით.

„მარტის ბოლოდან თქვენ შეძელით ისეთი მძლავრი მიმართულების ჩამოყალიბება, როგორიცაა ტელესკოლა და რომელიც ძალიან დაეხმარა ყველა მიმართულებას, განსაკუთრებით ზოგადი განათლების მიმართულებას“, - მიმართა გენადი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს. მისი თქმით, სკოლებში ხვალ ისევ დისტანციური სწავლა განახლდება, რადგან კოვიდმა ისევ შექმნა საფრთხე მოსახლეობისთვის, რაც კვლავაც აქტუალურს ხდის ტელესკოლას. გენადი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს რეიტინგების შემოწმების ობიექტური ხელსაწყო და ტელევიზიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონაც გაზომოს საკუთარი რეიტინგი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა