logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
15:19 14.09.2020
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული უძღვებოდა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გამოიტანა, რომელმაც დასაწყისშივე მადლობა გადაუხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომლებს იმ თავდადებული შრომისთვის, რაც მათ გამოავლინეს განსაკუთრებით ამ პანდემიის პერიოდში და დღემდე პრაქტიკულად 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავაც ტრადიციულად იმ სამივე მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა ცხოველთა, მცენარეთა და სურსათის მიმართულებები. მან კომიტეტის წევრებს სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე კონკრეტული მაგალითები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სტაბილურად, ერთგულად ემსახურებოდა ამ საკითხის გადაწყვეტას და დღეს ისეთი შედეგი დადგა, როდესაც ჩვენი სპეციალისტების საქმიანობა გახდა სახელმძღვანელო მოდელი სხვა ქვეყნებისათვის. მისივე თქმით, განვლილმა პერიოდმა თვალნათლივ დაანახა, რომ გარკვეულწილად შესაცვლელია სამსახურის სტრუქტურა, დასამატებელია ადამიანთა რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებს იმ გაზრდილი მოთხოვნების შესრულებას, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, სხვადასხვა ნაკისრი ვალდებულებებით.

„ამგვარად, ცალკეული მიმართულებებით კოვიდმა შეგვაფერხა, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეძლო მის წინაშე დასმული ამოცანა, სტანდარტული რაც იყო, წარმატებით შეესრულებინა და იმის ზემოთ, ძალიან ბევრი ის ვალდებულება ეკისრა და შეესრულებინა, რომელებიც კოვიდიდან გამომდინარე სიტუაციიდან სახელმწიფოში დაფიქსირდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ასევე განმარტებები გააკეთა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებზე.

„კარგად ვხედავთ რა დიდი წინსვლა და პროგრესი გვაქვს ყოველწლიურად, მათ შორის, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, როგორ იხვეწება ეს სამსახური, ურთიერთობის ფორმები და ა. შ. ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო საერთაშორისო პარტნიორების თანადგომამ, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ კანონმდებლობასთან დაახლოება და ასევე უნდა აღინიშნოს ჩვენი ხელისუფლების ხედვა და, ზოგადად, ის როლი რაც დავაკისრეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეს ყველაფერი ციფრებში აისახება და თუ ვნახავთ სტატისტიკას, აშკარად გვაქვს წინსვლა სხვადასხვა პროდუქციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გელა სამხარაულმა საკითხის შეჯამებისას.

კომიტეტმა დღესვე განიხილა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“, რომელზეც ინფორმაცია კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მიაწოდა. მისი განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა დაგეგმილი ბიუჯეტი და ეს აისახა კიდეც საბიუჯეტო ცვლილებებში, რომელიც 2020 წლის ივნისის ბოლოს პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ექვსი თვის შესრულება სრულად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც შეზღუდვები იყო არა მხოლოდ ადამიანებისთვის მიმოსვლასა და ეკონომიკის შეზღუდვასთან დაკავშირებით, არამედ შეზღუდვები იყო ბიუჯეტიდან ხარჯვასთან მიმართებაში. „თითქმის ყველა მიმართულებით, სადაც ეს შესაძლებელი იყო, სახელმწიფომ დაიწყო ხარჯების დაზოგვა და შემდეგ ეს გამოთავისუფლებული ხარჯები აისახა ერთი მხრივ შემცირებულ პროგრამებში, მეორე მხრივ, კოვიდმა ასევე გააჩინა ისეთი პროგრამები, რომლებიც საერთოდ არ იყო ბიუჯეტში და გააჩინა საჭიროება ასეთი პროგრამების ხარჯვითი ნაწილის ზრდის აუცილებლობის და, შესაბამისად, გადალაგება მოხდა იმ საჭიროებებზე რომლებიც დადგა ჩვენს წინაშე პანდემიის გამო“, - განაცხადა მან.

მომხსენებელმა კანონმდებლებს სწორედ პანდემიის გათვალისწინებით შესწორებული მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების როგორც 6 თვის, ასევე გარკვეული მიმართულებით 8 თვის მონაცემებიც გააცნო და ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა