logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოზე ზიანის მიყენების საკითხები „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპით დარეგულირდება
გარემოზე ზიანის მიყენების საკითხები „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპით დარეგულირდება
15:13 14.09.2020
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, ზიანის მიყენებისას განსახორციელებელ ღონისძიებებთან, მათ შორის, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მომხსენებლის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ეფუძნება ევროდირექტივას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ და შესაბამისად, აგებულია ყველა იმ პრინციპზე, რასაც ეს დირექტივა ითვალისწინებს.

„კანონპროექტის მიზანია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს ქვეყენაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მონეტარულ პასუხისმგებლობაზეა აგებული, რომლის თანახმად, როდესაც საქმიანობის სუბიექტი გარემოს მიაყენებს ზიანს, ეს ზიანი მონეტარული წესით ანაზღაურდება და მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ახალი კანონპროექტით სრულიად განსხვავებული პრინციპი დამტკიცდება და ეს გახლავთ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გარემოს დამბინძურებელი ვალდებული იქნება აღადგინოს დაზიანებული გარემო, მოიყვანოს ის პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობასთან და ამისათვის გასწიოს საჭირო ფინანსური თანხები. ეს გახლავთ ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ეფუძნება წარმოდგენილი კანონპროექტი და შესაბამისად, პროცედურულადაც გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლო ღონისძიებების განხორციელებას ეხება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ზიანის პრევენცია, რასაც დღევანდელი კანონმდებლობა არ ეხება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი ადგენს გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს იმისათვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოსწორდეს. ამისათვის, 2023 წლიდან საქმიანობის სუბიექტები ვალდებულები იქნებიან (იგულისხმება მაღალი რისკის საქმიანობა), შექმნან გარკვეული ფინანსური გარანტიები, ვიდრე ისინი საქმიანობას დაიწყებენ.

კანონპროექტით რეგულირდება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. ეკოლოგიური/გარემოსდაცვითი პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე სხვა ქვეყნებში. ასეთი ინსტიტუციები სხვადასხვა სახით არსებობს და ძირითად მიზანს წარმოადგენს მოახდინოს შესაბამისი გარემოსდაცვითი მიზნების უზრუნველსაყოფად, სახსრების აკუმულირება და მათი გამოყოფა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად. ასეთი პროგრამებიდან ფინანსდება გარემოზე მიყენებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებები (მათ შორის, ხდება ისტორიულად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა). აკუმულირებული თანხები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გარემოზე ზიანის პრევენციისთვის, გარემოს მდგომარეობის აღდგენისთვის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ა.შ. კომიტეტებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დამოუკიდებელ რეჟიმში, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება განიხილა.

კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი ოხანაშვილის და სოფიო კილაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებები ეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების - ექსკურსიების დროს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანას.

კანონპროექტის თანახმად:

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისა ან სახელმწიფო - საექსპერტო ნარკოლოგიური შემოწმებისა და დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

ექსკურსიაზე მგზავრთა ტრანსპორტირებისას აუცილებელია, რომ თითოეული მგზავრი სარგებლობდეს უსაფრთხოების ღვედით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იქონიოს ცეცხლმაქრი და პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა.

ექსკურსიის მიმდინარეობას უნდა ესწრებოდეს სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი).

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, რომ წარმოადგინოს საკუთარი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ცნობა, რომლის აღების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ექსკურსიის თარიღს 6 თვით. ასევე მძღოლი ვალდებულია წარმოადგინოს მართვის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის აღების ვადაც უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენით იქნა განხილული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონის პროექტი ითვალისწინებს კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურ დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის მიღწევის, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმო​დგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა