logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
	ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს
21:45 13.09.2020
მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინაწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი.

გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, მომხმარებელს კოვიდ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება. მომხმარებელი, მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული.

"პრევენციის მიზნით, კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს.

მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი.

ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სრულად განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ყველა პრევენციული ზომა. დღეისთვის იუსტიციის სახლის შენობა სრულად დეზინფიცირებულია. მომსახურების დარბაზები, მაგიდებისა და სხვა ავეჯის ზედაპირები, ასევე შენობის 17-ვე სართულზე არსებული სამუშაო ფართები, სრულად დამუშვებულია სპეციალური ხსნარებით.

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდ ინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 14 სექტემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო. აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა" - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა