logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე შიდა ქართლის მენერგე-ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე შიდა ქართლის მენერგე-ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
14:11 13.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის მენერგე-ფერმერებს ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს. მენერგეებს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში არსებული პროცედურები და საკანონმდებლო ბაზა დეტალურად გააცნეს. პროგრამის ფარგლებში, სანერგის მიერ დოკუმენტაციის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმოებისთვის, ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავდა სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარული ჟურნალები, რომელიც ფერმერებს გადაეცათ. ჟურნალებში ფერმერებს დეტალურად მოუწევთ სანერგე მეურნეობაში მათ მიერ გაწეული ნებისმიერი სამუშაოს აღწერა.

“სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს საქართველოში სანერგე მეურნეობების შეფასებას, ტრენინგებს, მათ დახმარებას, რათა ფერმერებმა გაითავისონ ის მოთხოვნები და სტანდარტები, რომელიც საჭიროა ხარისხიანი მასალის შესაქმნელად. ხარისხის სისტემა, რომელიც დღეს ნებაყოფლობითიასანერგე მეურნეობებისთვის, 2024 წლისთვის სავალდებულო გახდება. ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა სანერგე მეურნეობებში ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვადა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დოკუმენტაციის წარმოებაა, რომლის საფუძველზეც საველე ინსპექტორები შეამოწმებენ და მიანიჭებენ კვალიფიკაციას,” -აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის 5 წლიანი პროგრამა 2018 წელს დაიწყო, მისი ამოცანაა დაეხმაროს სანერგეებს გაზარდონ შესაძლებლობებიდა დანერგონ სერტიფიცირების სისტემები.პროგრამა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებისთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, უკვე გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი, რომელიც საუკეთესო სანერგეებს გამოავლენს. გამარჯვებულებისანერგის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაფინანსებას მიიღებენ.

საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა