logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პატიმრების ღირსეულ პირობებში ესკორტირებისათვის პენიტენციური სამსახურის ავტოპარკის განახლება გრძელდება
პატიმრების ღირსეულ პირობებში ესკორტირებისათვის პენიტენციური სამსახურის ავტოპარკის განახლება გრძელდება
11:24 11.09.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს 18 პატიმარზე გათვლილი 2 ახალი ავტომანქანა გადაეცა. ეს არის სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული ესკორტირების ავტომანქანები, რომლებიც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით არის აღჭურვილი. ამასთან, დამატებით მიმდინარეობს 10 პატიმარზე გათვლილი ესკორტირების სპეციალიზებული 18 ავტომანქანის შესყიდვის პროცედურა, რითაც პენიტენციურ სისტემაში არსებული ავტომანქანების დეფიციტი სრულად აღმოიფხვრება.

2018 წელს, 10 ათასამდე პატიმრისათვის 53 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთაგან 37, მათში კუსტარულად დამონტაჟებული რკინის ცხაურებით გამოწვეული ძრავის მძიმე დაზიანების გამო, მწყობრიდან იყო გამოსული. ავტომანქანების და ესკორტის ოფიცრების დეფიციტის მიზეზით 2019 წლის დასაწყისში ყოველთვიურად 250-300 სასამართლო პროცესი იშლებოდა და უკიდურესად გართულებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმართა გადაყვანა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პირველად პენიტენციურ სისტემაში შეძენილ იქნა ქარხნული წესით დამზადებული ესკორტირების სპეციალიზებული 46 ახალი ავტომანქანა, რომლებიც პატიმრების კომფორტულ პირობებში გადაყვანის საშუალებას იძლევა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემითაა აღჭურვილი. მათ შორის, ერთი შშმ პირთა საჭიროებებზეა მორგებული, 2 კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაა. 2018 წლის ბოლოდან დღემდე 378-დან 518-მდე გაიზარდა ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბადრაგები) რიცხვი და მათი დანიშვნა პირველად პენიტენციურ სისტემაში ხდება ღია კონკურსის გზით. ამასთან, ესკორტის ოფიცრებს 2018 წლის ბოლოდან ხელფასი ორ ეტაპად გაეზარდათ - საშუალოდ, 270 ლარით, ესკორტის ოფიცერთა მთლიანი კორპუსისთვის შეძენილია ახალი, უმაღლესი სტანდარტის უნიფორმა, რომელიც ბოლოს 2015 წელს იქნა შესყიდული და ცვეთა განიცადა. 2019 წლიდან პირველად პენიტენციურ სისტემაში დაინერგა უფასო კვების სისტემა - პენიტენციური დაწესებულების მორიგე თანამშრომლებისთვის ორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის - მშრალი საკვები.

ესკორტის ოფიცრების კორპუსის ახალი და უფრო მეტი კადრით დაკომპლექტების, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და შესაბამისი ავტომანქანებით აღჭურვის შედეგად, 2019 წლიდან, ქვეყანაში მინიმუმამდე შემცირდა ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა; ასევე, გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისის მიწოდების სისწრაფე. 2019 წელს ყველაზე მეტი პატიმარი იქნა გადაყვანილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. კერძოდ, თუ 2016 წელს სასამართლო პროცესებზე 31 837 პატიმარი იყო გადაყვანილი, 2017 წელს - 30 357, 2018 წელს - 36 924, ხოლო 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 41 976 შეადგინა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა