logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიზნობრივი ტესტირების შედეგებს აქვეყნებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიზნობრივი ტესტირების შედეგებს აქვეყნებს
19:31 10.09.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 28 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 1260 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა.

გამოკვლეული პირებიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, როგორც უკვე ცნობილია, 8 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ "ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ტრანზიტისა) პირები). აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

ამ პერიოდისთვის მიზნობრივი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 78 253 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალ კორონავირუსის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე იმ პირთა მონიტორინგი, რომლებიც ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმით რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ თანამშრომელს ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად უტარდება მიზნობრივი ტესტირება და მხოლოდ გამოკვლეული ნიმუშების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აგრძელებს ის სამუშაოს შესრულებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა