logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხელ ჩხენკელი: ეს ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა
მიხელ ჩხენკელი: ეს ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა
19:23 10.09.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქართული რაგბისა და სპორტის გულშემატკივარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისპრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „შემოდგომის ერთა თასი“ მონაწილეობის ოფიციალურად აღიარებას ულოცავს.

მიხეილ ჩხენკელი: „უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას, ქართული რაგბის და სპორტის გულშემატკივრებს, რომ „ექვსი ერის“ ორგანიზატორებთან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს უაღრესად პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში.

ეს ფაქტი არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი რაგბი ძალიან კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს.

უღრმესი მადლობა ექვსი ერის ორგანიზატორებს ასეთი დიდი ნდობისთვის და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა „მსოფლიო რაგბის“, რომლის მხარდაჭერასაც ტურნირის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესში მუდმივად ვგრძნობდით!

აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიო და ქართული სპორტი ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. სასიამოვნოა, რომ ჩვენ გავუმკლავდით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ასეთ პრესტიჟულ ტურნირში თამაშის უფლებაც მივიღეთ.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ - ეს გახლავთ უდიდესი წარმატება დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში!

რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგანან თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, პროფესიონალები, რომლებმაც წლების განმავლობაში განუზომლად დიდი სამუშაო გასწიეს და ჩვენს ქვეყანას ეს გამარჯვება მოუტანეს.

საქართველოს ნაკრების წარმატებები და ცხადია, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაც პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ინვესტიციას, რამაც ქართული რაგბის განვითარება შეუქცევადი გახადა და დღევანდელ წარმატებამდე მიგვიყვანა.

რაგბის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, მსოფლიოს წამყვან ნაკრებებთან ერთად თამაში, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის გახლავთ ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ და უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშებენ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და ვუსურვებ წარმატებას ქართულ სპორტს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას!“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა