logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წინასაარჩევნო ვალდებულებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ ევროსაბჭოს მხარდაჭერით რეგიონულ მაუწყებლებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა
წინასაარჩევნო ვალდებულებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ ევროსაბჭოს მხარდაჭერით რეგიონულ მაუწყებლებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა
12:01 10.09.2020
კომუნიკაციების კომისიამ ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებასთან დაკავშირებით 20-მდე რეგიონულ მაუწყებელს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა.

რა ვალდებულებები აქვთ მაუწყებლებს კანონმდებლობით, რა უნდა გაითვალისწინონ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას და როგორ უნდა დაიცვან საარჩევნო პროცესის დროს კანონის მოთხოვნები - ამ თემებზე საინფორმაციო შეხვედრა “საარჩევნო პროცესი: მედიის რეგულირება და წინასაარჩევნო გაშუქების სტანდარტები” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტრენინგის ფარგლებში, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის შესაბამისი ინსტრუქციები მიიღეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს წინასაარჩევნო ვალდებულებებზე და ამომწურავად უპასუხეს მაუწყებლების შეკითხვებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 1-ელ სექტემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო. კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ მედია მონიტორინგს ახორციელებს. კომისია მონიტორინგის ფარგლებში, წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. კომუნიკაციების კომისია საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებს საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა