სამოქალაქო მოძრაობამ „სახალხო ეგზიტპოლი“ მუშაობა დაიწყო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის
წარმომადგენელმა თამარ ჩარკვიანმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში, მოხალისეები საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას დაითვლიან. არჩევნების დასრულების შემდეგ კი, უბნებზე მიღებული ხმებისა და მისული ამომრჩევლების ოდენობის შედარება მოხდება.
მიღებულ მონაცემებს მოძრაობის წარმომადგენლები გამოაქვეყნებენ და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს აცნობებენ.
ჩარკვიანის თქმით, ცენტრ „ჯაზუში“ „სახალხო დარბაზი“ შეიქმნა, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ საქმეში ჩართვის მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელის იური ვაზაგაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ყველა საარჩევნო უბანზე დაკვირვება უნდა შეძლოს.
მისი თქმით, მოძრაობა ამ მიმართულებით მუშაობს და არჩევნების დღეს ყველა საოლქო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.

















