logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება
14:48 09.09.2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის, შესაბამისი აღჭურვილობისა და მზაობის შესახებ.

,,რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს სრული დატვირთვით. აქ ხდება როგორც ცხელების ცენტრის ფუნქციონირება, ასევე კოვიდინფიცირებულების შესაბამისი მკურნალობა. აღჭურვილობა სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება. დღეიდან უკვე ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც მსუბუქი სიმპტომების და სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებების არ ქონის შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში იკრძალება ყველა სახის სარიტუალო ღონისძიება და თავშეყრა. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით, ჩვენ ახლა გვმართებს, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტურად და ძალიან მალე შევძლოთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით დღეიდან ამოქმედდება სასტუმროს კარანტინში პაციენტების მკურნალობა. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კორონავირუსი და, ამავდროულად, არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გაივლიან სასტუმროების ქსელში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 18 პაციენტი გადაყვანილია სასტუმროს კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 112 პაციენტი გადის მკურნალობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა