logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თსუ-ში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
00:29 09.09.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. შვიდი ფაკულტეტის წარჩინებულ ბაკალავრებს და მაგისტრებს: ალეკო სამადაშვილს, ბელა ცომაიას, მარიამ ორაგველიძეს, გია ქუთელიას, თამარ შავგულიძეს, ანდრანიკ მინასიანს, ქეთო გიგინეიშვილს, მარიამ მაღალდაძეს, ნატო ლაღიძეს, სანდრო ტაბატაძეს, ეკატერინე ჯანიაშვილს, თამარ კაცაძეს, ირინა ნოზაძეს და ნინო ნარმანიას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორებმა სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მომავალი წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ასეთივე წარმატებულნი იქნებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი სახელები კიდევ ბევრჯერ გაიჟღერებს ხმამაღლა და მათი მიღწევებით არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ მთელი ქვეყანა იამაყებს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

„ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის მაგისტრატურა, ვინაიდან შევიცვალე ფაკულტეტი და მიმართულება. ბაკალავრიატზე ვსწავლობდი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში - განათლების პოლიტიკის მიმართულებით და გადავწყვიტე, რომ სადოქტორო საფეხურზეც გავაგრძელო სწავლა თსუ-ში. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე გახდეს ტრადიცია და ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულები შეიკრიბონ ყოველთვის, ხოლო უნივერსიტეტი კი გამოხატავდეს მათი მხარდაჭერის მზაობას,“- განაცხადა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ.

COVID-19 გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება ორ ნაწილად დაიყო: ძირითადი ნაწილი ონლაინ ფორმატში აგვისტოში გაიმართა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, წელს უნივერსიტეტი 3500-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ ხნის მანძილზე, თსუ-ს 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.

ახალ 2020-2021 სასწავლო წელს თსუ-მა 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე 5082 პირველკურსელი მიიღო (წინა წელთან შედარებით 200-მდე პირველკურსელით მეტი), მათ შორის, 24 უცხოენოვან პროგრამაზე. უახლოეს მომავალში სასწავლო პროგრამებს კიდევ 10 უცხოენოვანი პროგრამა დაემატება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა