logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ამირან გამყრელიძე: ევროპის რეგიონში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა
ამირან გამყრელიძე: ევროპის რეგიონში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა
20:32 08.09.2020
მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია უკან არ იხევს. უმრავლეს ქვეყნებში, ადგილი აქვს ყოველდღიურ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მერყეობს 200-დან 250 ათასამდე. ზოგიერთ დღეს ყოველდღიური შემთხვევები 300 ათასამდე ავიდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ-19-ის სტატისტიკაზე გლობალურად, რეგიონში და საქართველოში.

"საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენს უშუალო მეზობლებში. რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო რჩება, ისევ და ისევ, ოაზისად, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ. დღევანდელი დილის მონაცემებით ეს არის 1729 დადასტურებული შემთხვევა, მოყოლებული 26 თებერვლიდან, მაგრამ დღევანდელი დილისთვის, ჩვენ გვქონდა ახალი 45 შემთხვევა, რაც ამ ხნის განმავლობაში, რაც ეპიდემიაა ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რამეთუ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა. ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დაჭირდება სულ მცირე 1 წელი, წელიწად ნახევარი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა