logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
15:10 08.09.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქალაქ გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

„სამრეწველო ვაშლის შეუფერხებლად გადამუშავების ხელშეწყობისთვის, გორში საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. გასულ წელთან შედარებით, წელს, ვაშლის მოსავალი სამჯერ მეტია. შესაბამისად, მოსავლის დაბინავება-გადამუშავება სიმძლავრეების გაზრდას და სახელმწიფოს მხარდაჭერას, მათ შორის სუბსიდიას საჭიროებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფასები გლობალურად არის შემცირებული. იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მათი შრომის ანაზღაურება დაფასებული, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს მოახდინოს მაქსიმალური რაოდენობის ვაშლის გადამუშავება. აგროკრედიტის პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც კომპანიების იაფ ფულად რესურსებზე წვდომის და გაზრდილი ფასით მეტი ვაშლის შეძენის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ წელს, ვაშლის მოსავალი უპრობლემოდ დაბინავდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2020 წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტია.

ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობები. მზარდია გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალიც, რაც განპირობებულია ბაღების მსხმოიარობაში შესვლით.

აღსანიშნავია, რომ წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახლადგაშენებული ბაღების საპროგნოზო მოსავალი 10 000 ტონაზე მეტია, ხოლო 2021 წელს, ვაშლის მოსავალი დაახლოებით, 20 000 ტონაზე მეტი იქნება.

სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების საშუალებით მხარს უჭერს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღების განახლებასა და გაშენებას, თუმცა ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა.

კომპანიები, რომლებსაც სურთ „2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში“ ჩართვა ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით საკოორდინაციო შტაბში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის და წარმოების მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

შტაბის გახსნას ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა