logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მთავრობა: რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად
მთავრობა: რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად
20:37 07.09.2020
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ თითქმის ყველა მიმართულებით შექმნა კრიზისი და მათ შორის, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა რაგბის სფეროშიც. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და მათი მოგვარება ერთობლივი ძალებით გახდა შესაძლებელი. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერისა და რაგბის კავშირის ძალისხმევის შედეგად, დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა შესაბამისი პირობა არსებობს, რომ საქართველოს გუნდებმა მშვიდად გააგრძელონ ვარჯიში, აქტიურად მოემზადონ საქართველოს ჩემპიონატსა და სხვა თამაშებში საუკეთესო შედეგების საჩვენებლად.

„საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა, არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ როლზე, რომლის ინვესტიციებით არაერთი მოედანი თუ კომპლექსი აშენდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას და არაერთი წარმატების მიღწევას.

საუბარი შეეხო საქართველოს შანსს, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა