logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ღია სივრცის პირობებში იქნება დამატებითი, მსუბუქი მოთხოვნები
გიორგი გახარია: დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ღია სივრცის პირობებში იქნება დამატებითი, მსუბუქი მოთხოვნები
17:24 07.09.2020
აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, თუმცა შედარებით მსუბუქი.

„აშკარა მაგალითი გვანახა ჩვენ აჭარის რეგიონმა, სადაც, ასე ვთქვათ, ბოლო თვეების განმავლობაში ძალზედ დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო, ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება, უკიდურესად გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად.

„ეს არის ძირითადად ის გადაწყვეტილებები რომლებიც ჩვენ მივიღეთ, აქედან, რა თქმა უნდა, მთავარია ბათუმსა და ქობულეთში პირველი ოქტომბრიდან სასწავლო წლის განახლება კლასებში, თუმცა დისტანციურად დაიწყება როგორც ყველგან, ეს ერთი. ასევე, მნიშვნელოვანია ნაცვალგების პრინციპით ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც თავისუფლად შემოდიოდნენ, მათთვის 72 საათიანი PCR ტესტის მოთხოვნა და რა თქმა უნდა, სოციალური ღონისძიებების მოთხოვნების გამკაცრება, ისევე როგორც საკარანტინო დღეების შემცირება. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით ეს საკმარისია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის და ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ცალკე აღებული ქვეყანა საქართველო სრულად გლობალურ პანდემიას რა თქმა უნდა ვერ დაამარცხებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვმართოთ ეფექტურად და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამისი რაოდენობის PCR ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მთავარია, მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკაც, ახლა დავიწყებთ სასწავლო წელსაც ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება. ამას ჩვენ ვმართავთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა