logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სამეგრელოსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგები გაიმართა
სამეგრელოსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგები გაიმართა
20:21 05.09.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის და იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ვანი, ხონი) ჩატარდა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ლაშა ციგრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თხილის წარმოების აგროტექნოლოგიაზე, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებზე, მოსავლის აღებისა და შენახვის პირობებზე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

ტრენინგის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო კლიმატის ცვლილებას, მისგან გამოწვეულ რისკებს და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას, რომელიც მსმენელებს “ეკო-გრანტების პროგრამის” ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო.

ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ტრენერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებში არის პრიორიტეტული.

ტრენინგების ფარგლებში სულ 260-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.

“ეკო-გრანტების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები მეფუტკრეობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში.

“ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC".



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა