logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო
16:43 02.09.2020
კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა.

გრანტი სამინისტრომ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში მიიღო.

პროექტის ინიცირების ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„მოგეხსენებათ, სატყეო რეფორმა 6 წელია მიმდინარეობს. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი. დღეს უკვე გვაქვსპარლამენტის მიერდამტკიცებული ახალი სატყეო კოდექსი. შესაბამისად, შეიქმნა ახალი საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ ტყე უკეთესად იმართოს, მართვის პროცესში მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი, შევინარჩუნოთ ტყის ეკოსისტემა, რათა გაუმჯობესდეს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობა. ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის მართვის პრინციპების განხორციელებისათვის, ქვეყანას სჭირდება რესურსები. კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ტყის დაცვის გაძლიერებაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, შესაბამისად, გერმანიის მთავრობა აქტიურად დაეხმარება საქართველოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

როგორც შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა განაცხდა, შვეიცარია დაეხმარება საქართვლოს განახორციელოს სატყეო რეფორმა, რომელიც უნდა იყოს წარმატებული, ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“საქართველოს მთავრობას დაეხმარება მიაღწიოს ამბიციურ პოლიტიკურ მიზანს, რომ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საშუალებით დაფაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყეების 1.8 მილიონი ჰა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას.
7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი, ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი, იური ნოზაძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მუნიციპალიტეტების და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა