logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
PSP საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს
PSP საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს
09:51 01.09.2020
თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ დასავლური მწარმოებელი კომპანიები, თურქეთის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით თურქეთში აწარმოებენ, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია აღნიშნული მედიკამენტების თურქეთიდან საქართველოში კომერციული იმპორტი და რეალიზაცია. საქართველოში იგივე დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი ევროპიდან ხორციელდება.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-114 და მე-115 მუხლების თანახმად დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა. გამონაკლისის სახით, საქართველოში არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა შესაძლებელია ამავე კანონის მე-1113 მუხლის თანახმად მხოლოდ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის.

PSP უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური მოთხოვნების საფუძველზე (ფორმა 100) ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ჩამოტანილი მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აფთიაქებში გასაყიდი ფასის იდენტურია. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე 591 90 22 47ან 551 93 44 55, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტი და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა