logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება
სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება
23:39 31.08.2020
კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მნიშვნელობაზე და გაწეული საქმიანობა შეაფასეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, მესამე სექტორის და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც კოდექსის განხილვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.

იმპლემენტაციის მომზადების ერთწლიან პერიოდში:

• მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები.

• შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა.

• ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები.

• თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200 -მდე სოციალურ მუშაკი და კოდექსის 64 კოორდინატორი.

• გადამზადდა მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები.

• გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე.

• კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით და UNICEF – ის ფინანსური მხარდაჭერით, კოდექსის ფარგლებში ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111.

• საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

„სამი წლის წინ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ რეფორმას, რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს, თითოეული ბავშვის დაცვისა და განვითარების, ასევე, საზოგადოების, ჩვენი დემოკრატიის გაჯანსაღების საქმეში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გავწიეთ უდიდესი სამუშაო, მოვამზადეთ სპეციალისტები, შევქმენით კოორდინაციის სისტემა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ორგანოებს შორის, მოვამზადეთ მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმის იმპლემენტაციას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე. ბევრი ვიმუშავეთ, რომ ორივე რეფორმის განხორციელება მოგვემზადებინა, როგორც სამართლებრივი, ასევე ადამიანური რესურსის კუთხით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ დიდ რეფორმას ვეჭიდებით და თითოეული თქვენთაგანის შრომას, პასუხისმგებლობას და ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.“- განაცხადა სოფო კილაძემ.

„ვულოცავ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და იმედი გვაქვს, ბავშვის უფლებათა კოდექსი საგრძნობლად გააუმჯობესებს ბავშვების ცხოვრებას საქართველოში“. განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „მივესალმებით ადამიანის უფლებებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევას და განსაკუთრებით ვაფასებთ კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, წამყვან როლს კოდექსის შემუშავების და მიღების პროცესში. კოდექსის განხორციელება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს და გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენი დახმარება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, აღსრულების სხვადასხვა მექანიზმის შექმნას, პროფესიონალთა სპეციალიზაციას და კონკრეტული ინსტრუმენტებისა და სახელმძღვანელო რეგულაციების შემუშავებას ბავშვებთან მუშაობის შესახებ“, დაამატა ბატონმა ხალილმა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში კომიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დონორები - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირი(EU), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ( FES).​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა