კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი იორგ მათისი ხვალ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ვალერი ნინიკელაშვილს თემქის დასახლებაში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგებლის მოადგილე წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა.
ასევე, გაეცნობიან მრავალსართულიან კორპუსებში გამრიცხველიანების პროცესს და ახლად გადაიარაღებულ სატუმბო სადგურში განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

















