logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ბათუმში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
12:53 28.08.2020
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ტურნირის ფინალური ეტაპი ბათუმის ბულვარში ჩატარდა, რომელიც ეროვნული გმირის შვილის, ანა ანწუხელიძის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა.

ფინალურ შეხვედრებში თასის მოსაპოვებლად თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 8 გუნდმა იასპარეზა. ფინალში ერთმანეთს გენერალური შტაბის გუნდი “ორბი” და დასავლეთ სარდლობის გუნდი “ნუგელა” დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ “ნუგელას” გამარჯვებით, ანგარიშით 11:7 დასრულდა.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - მე-2 ადგილი მოიპოვა გენერალური შტაბის გუნდმა “ორბი”, ხოლო მე-3 ადგილი - სამხედრო პოლიციის გუნდმა “სარანგი”. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა. პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულმა წევრმა ჯილდოდ 1500 ლარი მიიღო. თავდაცვის მინისტრის საპრიზო ფონდიდან ფულადი ჯილდო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების მოთამაშეებსაც ერგოთ - 1000 და 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულ გუნდებს მედლებიც გადაეცათ.

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მის დაბადების დღეს 18 აგვისტოს გაიხსნა და ის ყოველ წელს გაიმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გიორგი ანწუხელიძის ვაჟს, რომელსაც სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდი ინტერესი გააჩნია, სპორტულ განვითარებაში ხელს შეუწყობს და კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე შესწავლაში დაეხმარება.
ტურნირი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით დასრულდა. “3X3 კალათბურთში“ თამაშები ორ ეტაპად ჩატარდა. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდმა იასპარეზა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა