logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
11:46 28.08.2020
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათ ეფექტური და ნაყოფიერი გამოცდილება ელით:

„ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგანაც ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი გაემგზავრებიან საზღვარგარეთ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღებენ განათლებას - მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს; შემდგომ დაბრუნდებიან საქართველოში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა ასევე მათ შემდგომ დასაქმებაზე და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა მსოფლიო დონის ქუთაისის საერთასორიოს უნივერსიტეტზე, სადაც ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების პროფესორები წაიკითხავენ: „მინდა იცოდეთ, რომ თქვენი დაბრუნების შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა დასაქმდეთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის ევროპულ უნივერსიტეტში. ეს იქნება საინტერესო გზა თქვენი შემდგომი აკადემიური განვითარებისთვის. თქვენ ჭეშარიტად ხართ ინტელექტუალური ოქროს ფონდი. დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“.

ფორუმის პირველი ნაწილი საინფორმაციო სესიას დაეთმო, რომელიც ონლაინ-ფორმატში, ZOOM პლატფორმის მეშვეობით წარიმართა. ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის.

ფორუმის მიმდინარეობისას შედგა შეხვედრები ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და ცენტრის კურსდამთავრებულებთან, სადაც სტუდენტებმა მიიღეს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები, გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა